Thursday, April 21, 2016

ჩემი პროექტი

მე- 9 დღის რეფლექსია

     დღეს დავასრულეთ  ტრენინგი  "პროექტით სწავლება".  რაც საკმაოდ საინტერესო  იყო. მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების შემოწმება და შემდეგ ატვირთვა. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ჩვენ საყვარელ ტრენერს თეონას და ასევე მთელ ჯგუფს, მათთან  ურთიერთობა საკმაოდ სახალისო და სასიამოვნო იყო.
   
             ნახვამდის და მადლობთ

Wednesday, April 20, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

     დღეს მოხდა საშინაო დავალების შემოწმება, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მოვახდინეთ  კორექტირებები. გავეცანით შეფასების რუბრიკების ნიმუშებს და შევქმენით შეფასების რუბრიკები და სქემები.
              მადლობთ

Wednesday, April 13, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

   დღეს ერთოდლივად შევაფასეთ ერთმანეთის დავალებები (მოსწავლის სლაიდ-შოუს ნიმუშები) ყველასი კარგი ნამუშევარი იყო. გავეცანით როგორ შევავსოთ  კითხვარები დიფერენცირებული სწავლების  შესახებ. როგორ გავწეროთ წინარეცოდნა და სასწავლო პროცედურები.
           
        მადლობთ!

Monday, April 11, 2016

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ როგორ უნდა დავაფიქსიროთ საავტორო უფლებები. შევიტანეთ ვებ-გვერდების მისამართები, გადმოვწერეთ და შევინახეთ სურათები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, სადაც გავწერეთ სავარაუდო მიზნები და ამოცანები. საინტერესო იყო.
მადლობთ

Wednesday, April 6, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღეს პირველ რიგში ჩამოვაყალიბე  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები რაშიც დახმარება გამიწია ჩემმა ტრენერმა თეონამ, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ასევე ვისწავლე  შეფასების გეგმა  და შეფასების მოკლე მონახაზი როგორ დავწერო, რითი ვიხელმძღვანელო.
     
                            მადლობთ

Monday, April 4, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მე საერთოდ მომწონს კომპიუტერით სწავლების სხვადასხვა კურსი, ასევე დიდი სიხარულით დავიწყე ინტელის სასწავლო კურსი "პროექტით სწავლება", დიდ ინტერეს იწვევს ყველა ახალი მასალა, ვეცდები სწორად შევასრულო დავალებები.

                                    მადლობა სწავლებისათვის